192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-04-08 14:10:12
ეკონომიკა
კომპანია "ჰინდუჯა გრუპ" დაინტერესებული სომხეთთან თანამშრომლობით ტექნოლოგიისა და მეცნიერების სფეროში
სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შეხვდა ცნობილ კომპანია "ჰინდუჯა გრუპ"- ის ევროპის რეგიონის პრეზიდენტს, პრაკაშ ჰინდუჯას. პრეზიდენტის აპარატის უწყებით, პრეზიდენტმა სარგსიანმა და ბიზნესმენმა გაცვალეს აზრები სომხეთსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და არსებული პოტენციალის ეფექტური რეალიზაციის შესახებ. პრაკაშ ჰინდუჯამ განაცხადა, რომ კომპანია "ჰინდუჯა გრუპ" დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობით ტექნოლოგიის, მეცნიერების სფეროში და ერთობლივი სხვადასხვა პროექტების განხორცილებით.