Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-04-30 16:00:31
ეკონომიკა
სომხეთი არის ქვეყანა, რომელსაც ახასიათებს პოლიტიკური სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომაზე
როგორც ბევრჯერ აღინიშნა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის გაწევრიანება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ერევანში ევრაზიის სამთავრობათაშორისო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. "დღეს სომხეთში მიმდინარეობს რადიკალური რეფორმები, რომელიც ეხება ჩვენი საზოგადოების ყველა სფეროს. მისი საბოლოო მიზანია შექმნას კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული ეკონომიკა ", - განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.
2019-04-30 10:30:08
ეკონომიკა
სრ პრემიერ-მინისტრმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა განიხილეს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას დონის ამაღლების სამუშაოები
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი იუკია ამანო. სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის უწყებით, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სრ მთავრობისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლობას, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სომხეთის ენერგეტიკისა და ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა და შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით.