192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა
2019-05-14 12:43:37

გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა. 4 ივნისამდე კი ოთახის ქირაობა 20%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სახლის გაქირავებას პრეზიდენტის ქალიშვილი – ანა მარგველაშვილი, კურირებს, ოთახი airbnb.com-დან იჯავშნება.

პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ ალტერნატიული შემოსავლის ძებნაში ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გააქირაოს კოტეჯი ეზოში, რომელიც პრეზიდენტობის დროს ააშენეს და პირველი ლედის ხელით მოაწყეს.

გასაქირავებელ კოტეჯამდე მიმავალი ბილიკი მარგველაშვილების ბაღ-ბოსტანზე გადის. ექს პრეზიდენტის სტუმრებს სადილზე საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მიუტანს.

დესერტად პირველი ლედის გახარებული ბროწეული იქნება. ნერგები პრეზიდენტობის დროს ილჰამ ალიევმა აჩუქა და დუშეთში ჩამოიტანა.

კოტეჯი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე შტაბს ეძახდნენ, სტუმრიანობისას ბავშვების ხმაურისგან დასაცავად იყენებდნენ, ახლა კი მან ახალი ფუნქცია დამატებითი შემოსავლის მისაღებად შეიძინა.

ენერგოეფექტური კოტეჯი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორი წლის წინ ააშენა. ავეჯი გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხელით გააკეთა. ინტერიერის დიზაინი ყოფილ პირველ ლედის ეკუთვნის, მრავლად არის მაკა ჩაჩუას ნამუშევრებიც.

ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს.

იხილეთ ვიდეო:  mobile.reuters.com/video/2019/05/13/georgias-ex-president-swaps-politics-for?videoId=549613705&videoChannel=117760