Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 13:00:14

სრ საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებით, მინისტრმა მნაცაკანიანმა თავის გამოსვლაში განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ ევროკავშირთან ურთიერთობები, რაც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემ, ინტერესებს და უსაფრთხოების მოსაზრებების აღიარებას,  ჩვენ მიერ დემოკრატიულ მმართველობსა და ანგარიშვალდებულების პასუხისმგებლობის ღებს".

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ადამიანის უფლებების პატივისცემის და თავდაცვის, დემოკრატისა და კანონის უზენაესობ პრიორიტეტების დევალვაცია დააზარალებს და შეუქცევად ზიანს მიაყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის  კონცეფციას და ღირებულ ურთიერთობებ. სომხეთი მზადაა ერთობლივად იმუშაოს, რათა გააფართოოს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესაძლებლობების კანონის უზენაესობ, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობ და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა.

არსებული გამოწვევების განხილვისას, მინისტრმა მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური კონკურენტიანობისა და დაპირისპირების შესაწინააღმდეგებლად, საჭიროა ევროპაში გავაღრმავოთ თანამშრომლობის პოტენციალი და შესაძლებლობები. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას სს მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან არცახის ხალხის  თვითგამორკვევის უფლების და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში,  კონფლიქტის სამშვიდობო პროცესის უწყვეტი მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ეს პრინციპები და პოზიციები დამტკიცდა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ყოვლისმომცველი და გაფართოებული  პარტნიორობის ხელშეკრულებით.