Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-14 14:56:12

სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის გმს გამოძიების მთავარმა სამმართველომ ადამიანთა წინააღმდეგ მიმართული   დანაშაულობების გამოძიების სამმართველოში დასრულდა გეღარქუნიქის ოლქში 26 წლის ხალგაზრდისა და ქალაქ ერევანში 71 წლის ქალის მკვლელობებთან, ისევე როგორც მკვლელობის ფაქტის დამალვის შემთხვევების გამო აღძრული სისხლის სამართლის  საქმის წინასწარი გამოძიება. როგორც  გავუწყეს სრ საგამოძიებო კომიტეტიდან, ბრალდება ექნა წაყენებული საქართველოს სამ მოქალაქეს.

უფრო ადრე საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ 2018 წლის 31 მაისს სევანის ნახევარკუნძულძე სევანის მთავრობის დასასვენებელი სახლისაკენ მიმავალ გზაზე გაჩერებული  „ვაზ-21074“ მარკის ავტომანქანის უკანა საჯდომზე აღმოჩენილი იქნა 26 წლის ჟორა მარტიროსიანის გვამი, თავის მიდამოს ჩაჭყლეტილი დაზიანებებით.

განხორციელებული ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებებისა და ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად გაირკვა მკვლელობის რამდენიმე გარემოება.

კერძოდ,  ახალგაზრდა  შემთხვევის დღეს თავისი ავტომანქანით მოემსახურა ეროვნებით ქართველ  ცოლ-ქმარს და მათ მეგობარს, ისინი გადაიყვანა სევანის ტბასთან.

წინასწარი გამოძიებით გაირკვა, რომ ცოლმა და ქმარმა  მატერიალური დაინტერესების გამო, ყაჩაღობით, ქვების თავში ჩარტყმის  გზით მძღოლს მიაყენეს მრავალი  დაზიანება და   სიცოცხლეს გამოასალმეს.

შემდეგ აიღეს მისი ტელეფონი, მოაძრეს ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი და შემდეგ სამივენი დაბრუნდნენ ერევანში.

წინასწარი გამოძიებისას გამოაშკარავებული  იქნა ქართველი ცოლ-ქმრის მიერ ჩადენილი  კიდევ ერთი მკვლელობა.

2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით  00:00 საათზე  აღმოჩენილი იქნა თავისვე საწოლში მწოლი ქალაქ ერევნის მცხოვრების, მარტოხელა ანაჰიტ ალექსანიანის გვამი.  გაირკვა, რომ ის  მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

წინასწარი გამოძიების მონაცემებით ამ ხანშიშესული ქალის ბინიდან გატაცებული იქნა   1 891 000 დრ დრამის  საერთო ღირებულების ვერცხლისა და ოქროს ნივთები.

მოპოვებული საკმაო მტკიცებულებების საფუძველზე ცოლ-ქმარს  წაყენებული ექნა ბრალდება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-7-ე და მე-8-ე მუხლები თ(ორი ეპიზოდი)  და 329-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო მათ მეგობარს 334-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

გამოცხადებული იქნა რა საქმის დასრულების შესახებ, სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი საბრალდებულო დასკვნით გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების კანონიერების მიმართ კონტროლის განმახორციელებელ პროკურორს.

 

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.