Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 15:37:55

როგორც იუწყებიან სრ მთავრობიდან, პეკინის აეროპორტში "შოიდუ"  გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, საპატიო ყარაულის მონაწილეობით. ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილმა ბავშვებმა ყვავილები უსახსოვრეს პრემიერ-მინისტრს და მის მეუღლე ანა ჰაკობიანს, რის შემდეგაც მათ მიესალმნენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე გოუ ვეიმინი და სომხეთში ჩინეთის ელჩი თიან ერლუნი.
საღამოს გაიმართება ნიკოლ ფაშინიანისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი წინფინის შეხვედრა.
პრემიერი ფაშინიანი სამუშაო ლანჩის ფარგლებში  შემდგომი სომხურ–ჩინური ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავს  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე (პრემიერ-მინისტრ) ლი ქეციანთან.
პრემიერ-მინისტრი პეკინში მონაწილეობას მიიღებს აზიის ცივილიზაციების დიალოგის ფორუმში, სადაც გამოვა სიტყვით. სრ პრემიერ-მინისტრი და ქალბატონი ჰაკობიანი დაესწრებიან გალა-კონცერტს, რომელიც გაიმართება პეკინის ეროვნულ ოლიმპიურ სტადიონზე. კონცერტზე გამოვა სომხეთის სახელმწიფო საცეკვაო ანსამბლი "ბარეკამუთიუნ" (მეგობრობა).

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.