192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გამოფენები, გართობა და მასტერ-კლასები - რა გელოდებათ 26 მაისს თბილისში
2019-05-15 00:46:22

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოაწარმოე საქართველოში" 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე ბაზრობას გამართავს.

ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მეწარმეების დაახლოებით ასამდე პროდუქცია, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, ასევე ჩატარდება სმასტერ-კლასები.

ბიზნესმენები ერთმანეთს გამოცდილებას და წარმატებული ბიზნესის მოწყობისთვის აუცილებელ წესებს გაუზიარებენ.

სამთავრობო პროგრამააწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა სააგენტოაწარმოე საქართველოში", რომელიც აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიმართულია ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.