Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს
2019-05-15 01:33:42

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმისპროგრამის მეოთხე მიმოხილვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორთა აღმასრულებელი საბჭო ივნისში განიხილავს, განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ დაასრულა ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში, სადაც სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესრულებას აკვირდებოდა. ამ პერიოდში მისია გაეცნო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და მიმდინარე რეფორმებს.

მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმოხილვის მოწონების შემთხვევაში საქართველო სსფ-გან დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ოდენობის მორიგ ტრანშს მიიღებს. ბოლო ტრანში საქართველომ სსფ-გან 2019 წლის დეკემბერში, პროგრამის მესამე მიმოხილვის დამტკიცების შემდეგ მიიღო.

სუსტი საგარეო გარემოს მიუხედავად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალში მაღალი იყო“, - განაცხადა ვერა-მარტინმა.

2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის სსფ-ის პროგნოზი 4,6% პროცენტია.

ინფლაცია 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ოდნავ გადააჭარბებს, ძირითადად, თამბაქოზე აქციზის ზრდის გამო. სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში დააჩქარებს ზრდას საშუალოვადიან პერიოდში და ზრდა დაახლოებით წლიურ 5,25%- შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნელ-ნელა შემცირდება, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების საფუძველზე“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას გულისხმობს, სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.