Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
2019-05-15 10:59:44

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სხდომაზე  ნარკომანიასთან  ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლები.
 
მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, განათლებისა და ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება  ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანის თაობაზე; ქალ ნარკოდამოკიდებულთა  მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა; ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სკოლის ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომელიც  სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.
 
ნარკომანიასთან ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია საბჭოს სამდივნომ (საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი) მოამზადა, სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ  სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი  წინადადებები სამოქმედო გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიაში აისახა.
 
სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა იმ თემატურ მიმართულებასა და პრიორიტეტებს, რომლებიც განსაზღვრულია ნარკომანაისთან ბრძოლის სტრატეგიაში და რომლის მიზანია დაბალანსებული პოლიტიკის ჩამოყალიბება და ქვეყანაში არსებულ პრობლემათა იდენტიფიცირება, პრაგმატული და რეალისტური სტრატეგიის განხორციელება.
 
2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით სახელმწიფო უწყებები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ, რათა განახორციელონ ისეთი აქტივობები და შეასრულონ ისეთი ამოცანები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან.
 
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში თითოეული გადაწყვეტილება და ამოცანა ეფუძნება ოთხსვეტოვან ნარკოპოლიტიკას (პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება,  მიწოდება/მოთხოვნის შემცირება); დაგეგმილი ღონისძიებები ხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული  დაბალანსებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით.
 
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიული დოკუმენტების, მათ შორის, ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების, პერიოდულად შემუშავება-დამტკიცება და მათი შესრულების მონიტორინგი. 
 
 
 

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.