Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შედგა “ევროვიზია -2019“ პირველი ნახევარფინალი
2019-05-15 11:14:04

თელ-ავივის საგამოფენო ცენტრში დასრულდა "ევროვიზია -2019" საერთაშორისო კონკურსის პირველი ნახევარფინალი. შოუს 17 მონაწილიდან მხოლოდ 10–ი გავიდა ფინალში.
ეს ქვეყნებია:
1. საბერძნეთი
2. ბელარუსი
3. სერბეთი
4. კვიპროსი
5. ესტონეთი
6. ჩეხეთი
7. ავსტრალია
8. ისლანდია
9. სან მარინო
10. სლოვენია
კონკურსის წესების შესაბამისად, ისრაელის, საფრანგეთის, ესპანეთის, ასევე დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის წარმომადგენლები ფინალში ავტომატურად  გადადიან. ისრაელი, როგორც გასული წლის კონკურსის გამარჯვებული, სხვები კი, როგორც "ევროვიზიის" დამფუძნებელთა "დიდი ხუთეული".
"ევროვიზიაში" სომხეთის წარმომადგენელი სრბუკი  გამოვა მეორე ნახევარფინალში, პირველი ნომრით, რომელიც გაიმართება 16 მაისს. ის შეასრულებს სიმღერას "გასეირნება".
სომხეთის გარდა მეორე ნახევარფინალში გამოვლენ მოლდოვის, შვეიცარიის, ლატვიის, რუმინეთის, დანიის, შვედეთის, ავსტრიის, ხორვატიის, მალტის, ლიტვის, რუსეთის, ალბანეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, მაკედონიის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.
დასკვნითი ტური გაიმართება 18 მაისს.

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.