Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენ პროგრესს ვხედავთ ყველა რეგიონალურ და გლობალურ მოთამაშეებთან თანამშრომლობით. ფაშინიანის გამოსვლა პეკინში.
2019-05-15 12:43:13

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო პეკინში ნაციონალური კონფერენციის ცენტრში გამართულ "აზიური ცივილიზაციის დიალოგის" კონფერენციის გახსნის ცერემონიაში. ამის შესახებ იუწყება მთავრობის პრესსამსახური. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთში მოხერხდა  სისტემური კორუფციის და ოლიგარქიული ეკონომიკის ლიკვიდაცია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერება და ყველა მეწარმისათვის თანაბარი პირობების შექმნა. დღეს, სომხეთი მდგრადი მართვის დინამიურად განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც აქვს სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკა და ჰყავს თანამედროვე პლურალისტური საზოგადოება.

"დღეს, ისევე როგორც უწინ, ჩვენ  ჩვენს პროგრესს ვხედავთ ყველა რეგიონალურ და გლობალურ მოთამაშეებთან თანამშრომლობაში. ჩვენ წინააღმდეგი ვართ გამყოფი ხაზების, ხელოვნური ბარიერების და დახურული საზღვრების, რომლებიც თუმცა აბსურდია 21- საუკუნეში, მაგრამ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ჩვენი მეზობლების მხრივ, უსაფრთხოების გამოწვევებისა და ეკონომიკური დაბრკოლებების შექმნით. სომხეთი ჩართულია ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პროცესებში, რომელიც მოიცავს უფრო ვრცელ რეგიონს, არის ეს ეკონომიკური ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან, სადაც სომხეთი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, თუ ორმხრივი დაახლოება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წრეებში, ან მონაწილეობა ინიციატივაში "აბრეშუმის გზის ეკონომიკური ზონა", რომელშიც სომხეთი გაერთიანდა 2015 წელს, "განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.