Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო
2019-05-15 14:11:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

მამუკა ბახტაძეს ასკარ მამინმა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მაღალ დონეზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

აღინიშნა საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას და ამ კონტექსტში ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება, მათ შორის პორტების განვითარების გზით.

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გააქტიურების კუთხით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების მნიშვნელობას და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს.

მხარეების შეფასებით, საქართველო და ყაზახეთი ისტორიულად კარგი პარტნიორები არიან და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, თუმცა შესაძლებელია კიდევ უფრო მეტის გაკეთება.

საქართველოს დელეგაცია მიესალმა ყაზახი ინვესტორების დაინტერესებას, ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ინვესტიციები ლოგისტიკის სფეროში, ასევე განავითარონ სხვადასხვა სახის გადამამუშავებელი წარმოება.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები რეგულარული გახდება და სხვა ქალაქებიც დაემატება.

2019-05-20 00:44:23
მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს
2019-05-20 00:34:38
ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო
2019-05-20 11:00:05
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 14:25:21
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.