192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში მუზეუმების ფესტივალი გაიხსნა - პროგრამა
2019-05-16 10:51:27

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება, თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალის პროგრამაში 15-დან 24 მაისამდე გაიმართება სხვადასხვა გამოფენა, წიგნების პრეზენტაციები, საგანმანათლებლო პროგრამები, საჯარო ლექციები და სხვ. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართებამუზეუმების ღამე“, რომელიც 18 მაისს 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ყველა მსურველს კარებს გაუღებს.

ფესტივალის პროგრამა

16 მაისი

18:30 - შვედი ფოტოხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოების გამოფენა „1993“ (თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა, სიონის . #8)

16, 17 და 24 მაისი

რეჟისორ რევაზ თაბუკაშვილის ფილმების ჩვენება (სვანეთის მუზეუმის აუდიტორია, მესტია, იოსელიანის . #7)

17 მაისი

16:00 - ახალგაზრდა ქართველ და იტალიელ მხატვართა ჯგუფური გამოფენაიტალია - საქართველო“ (თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა, სიონის . #8)

18 - 25 მაისი

უილიამ ოსგუდ ფილდის ფილმის ჩვენება (სვანეთის მუზეუმი, მესტია, იოსელიანის . #7)

18 მაისი

მუზეუმების საერთაშორისო დღე - საგანმანათლებლო პროგრამები ეთნოგრაფიულ მუზეუმში (კუს ტბა, გზა #1)

19:00 – მხატვარ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენა (თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა, სიონის . #8)

21:00 - 01:00 - აქციაღამე მუზეუმში

20 მაისიდან

10:00 - 17:30 – გამოფენამარკებით მოყოლილი ისტორია“. ეძღვნება პირველი ქართული მარკის გამოშვების 100 წლისთავის იუბილეს (. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი, #3)

21 მაისი

13:00 – დმანისის მუზეუმის ზაფხულის სეზონის გახსნა: ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია (დმანისის მუზეუმი, დმანისის რაიონი, სოფელი დმანისი)

21 მაისი

ნინო ლორთქიფანიძის ლექცია სახელწოდებით - „საიუველირო საქმე ოქროს საწმისის ქვეყანაში“ (სვანეთის მუზეუმი, მესტია, იოსელიანის . #7)

22 მაისი

მხატვარ ირაკლი ფარჯიანის საიუბილეო საღამო - „სვანეთი - სად დარჩა ჩემი ბავშვობა და კიდევ რაღაც“ (მესტია, №3 საჯარო სკოლა, სვანეთის მუზეუმის საჯარო სივრცე, . იოსელიანის . #7)

22 მაისი

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე: საქართველო National Geographic-თან ერთად (ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბა, გზა #1)

23 მაისი

16:00 – პრეზენტაცია წიგნისაწითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ (. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოკუპაციის საგამოფენო დარბაზი, შოთა რუსთაველის გამზირი #3)

24 მაისი

13:00 – ეროვნულ მუზეუმსა დათიბისი ბანკსშორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება (. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი #3)

ფესტივალის ფარგლებში გამოფენების დათვალიერება უფასოა.


 

 

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა