192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დეპუტატი მოლაპარაკების დეტალებზე: ღვინო - ყაზახეთში, ხორბალი - საქართველოში
2019-05-16 11:54:42

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული მხარე გაზრდის ყაზახეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ღვინის მიწოდებას, განუცხადაSputnik-საქართველოსმმართველი პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსდეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ქართული დელეგაცია, რომლის წევრიც ოქრიაშვილია, ნურ-სულტანში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

ოთხშაბათს ბახტაძემ გამართა შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტ კაიმ-ჟომარტ ტოკაევთან, სენატის თავმჯდომარე დარიგა ნაზარბაევასთან და პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინთან. მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

საუბარია ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომელიც ყაზახეთის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, ეს არის ჩვენი ღვინო და სხვა პროდუქტები. იგეგმება მათი მიწოდების მოცულობის გაზრდა. გადაიდგმება სხვა კონკრეტული ნაბიჯებიც, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

საქართველოს და ყაზახეთის მთავრობის წევრებმა, სხვა შეთანხმებების გარდა, ხელი მოაწერეს საგზაო რუკას, რომელიც ითვალისწინებს 2019-2022 წლებში ყაზახეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოებას. მხარეები შეთანხმდნენ გააორმაგონ სავაჭრო ბრუნვა, რომელმაც 2018 წელს თითქმის 150 მილიონ დოლარს მიაღწია, „საქსტატისმონაცემების მიხედვით.

ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა არ პასუხობს იმ რეალიებს, რომელიც დღეისათვის არსებობს. უნდა დავსახოთ მიზანი - 2022 წლამდე გავაორმაგოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ საქონელბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ოქრიაშვილმა.

შეხვედრებზე იმსჯელეს საქართველოში ხორბლის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობაზეც.

მაგალითად, საუბარი შეეხო იმას, რომ 2012 წელს საქართველო ყიდულობდა 400 ათას ტონამდე მარცვლეულს, გასულ წელს კი მხოლოდ 80 ათასი ტონა შეიძინა. განვიხილეთ, როგორ შეიძლება გაიზარდოს საქონელბრუნვა ამ სფეროში“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ადრე საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ ყაზახური ხორბლის ტრანსპორტირებაზე ტარიფების შემცირებაზე და საქართველოში მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდაზე. შეთანხმება მიღწეულია აპრილის ბოლოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში.

ჯერ კიდევ ხუთი-ექვსი წლის წინ ყაზახეთი საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი იყო. მაშინ ყაზახეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის სატრანსპორტო ხარჯებზე სუბსიდიას გამოყოფდა და საქართველო პროდუქციას მისთვის მისაღებ ფასად იძენდა. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შეწყვეტისთანავე საქართველოსთვის ამ პროდუქტის ყაზახეთიდან შემოტანა წამგებიანი გახდა.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა