Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ხავერდის რევოლუცია სომხეთისათვის კარგ შესაძლებლობას ქმნის საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად: პოლონეთის ელჩი
2019-05-17 09:56:58

პოლონეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში პაველ ჩეპლაკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მომხდარი  ხავერდოვანი რევოლუცია კარგი შესაძლებლობაა საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამის შესახებ  ელჩმა  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 „მეტად  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რევოლუციისას არც ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა. ამას მე ვამბობ, როგორც პოლონეთის   1981-1983 წლეების  სამხედრო გადატრიალების მომსწრე, მაშინ  მრავალი ადამიანი დაიღუპა. მომხდარი  ხავერდოვანი რევოლუცია კარგი შესაძლებლობაა სომხეთის მთავრობისათვის და პარლამენტისთვის გააღრმაონ ურთერთობა გაეროსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან“- თქვა პოლონეთის ელჩმა.