Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“შნაიდერ ჯგუფი“ დაინტერესებულია სომხეთში თავისი საქმიანობის გაფართოებით. პრეზიდენტი შეხვდა კომპანიის დამფუძნებელს
2019-05-17 15:25:58

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ–სულთანში მიმდინარე მე -12 ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანიშეხვდა გერმანულ საყოველთაოდ ცნობილ კომპანია "შნაიდერ ჯგუფი"–ს დამფუძნებელ ულფ შნაიდერს. როგორც იუწყებიან სრ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, კომპანიას აქვს ოფისი ერევანში, რომლის მიზანია ბიზნესის განვითარებაში მომსახურება და ინვესტიციების ნაკადების გაააქტიურება განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

აღნიშნა რა, რომ დაინტერესებულია სომხეთში მისი საქმიანობის გაფართოებით, ულფ შნაიდერმა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უპირატესობად დაასახელა ის, რომ სომხეთს, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრს, ევროკავშირთან კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს და შეიძლება გახდეს ბუნებრივი ხიდი ჩვენს რეგიონსა, ევროპასა და ევრაზიის რეგიონს შორის. "ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს უცხოელი ბიზნესმენებისთვის და ინვესტორებისთვის", - აღნიშნა მან.

სომხეთის პრეზიდენტმა და "შნაიდერ ჯგუფ"ის დამფუძნებელმა ისაუბრეს საინვესტიციო შესაძლებლობებზე. ულფ შნაიდერმა პერსპექტიულად მიიჩნია თანამშრომლობა ახალი ტექნოლოგიებისა და ფარმაცევტულ სფეროებში.

გერმანული კომპანია  "შნაიდერ ჯგუფ" უკვე 15 წელია მომსახურებას სთავაზობს ბიზნესის განვითარების სფეროში.