Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ ეროვნული კრების სპიკერი მირზოიანი შეხვდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვოლოდინს
2019-05-20 11:48:23

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სხდომაში მონაწილეობის მიზნით ბიშკეკში მყოფი სრ ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი შეხვდა რფ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს.
როგორც იუწყებიან ეროვნული კრებიდან, მხარეებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის საკითხები.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა, კიდევ უფრო განავითაროს სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აუცილებლად შეუწყობს ხელს საპარლამენტო ლიდერების რეგულარულ კონტაქტებს.
არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სრ საპარლამენტო ასამბლეა მზადაა 2019 წლის შემოდგომაზე ერევანში უმასპინძლოს კუხოს საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს და პლენარულ სხდომებს.