Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2019-05-20 11:00:05

17 მაისს სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის ინიციატივით საელჩოში გაიმართა ნინო სპანდერაშვილის წიგნისხელისგულიდან ხელისგულამდეპრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების ეროვნულ-კულტურული ორგანიზაციების მაკოორდინირებელი საბჭოს კოორდინატორი ნარინე გულიანი, სომხეთის მწერალთა კავშირისა და სათვისტომო ივერიას წევრები, სრ განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ნვერ ვირაბიანი, თბილისელ სომეხთა კავშირისთბილისელების კლუბისთავმჯდომარე ედუარდ ედიკისელოვი, საელჩოს თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ელჩმა გიორგი საგანელიძემ. მან დიდ მნიშვნელობა მიანიჭა ნინო სპანდერაშვილის შემოქმედებას, რომელიც ათეული წლების მანძილზე სამშობლოდან შორს ცხოვრების მიუხედავად, ძარღვიანი ქართულითაა გადმოცემული, ავტორს იულოცა  კრებულის დაბადება, რომელშიც მშობლიური საქართველოს მონატრება, რითმებად დაღვრილი უსაზღვრო სიყვარული და ხელისგულებით გამოწვდილი სითბოა ასახული და ახალ-ახალი შემოქმედებითი წარმატებები სურვა.

კრებულში შესული ლექსების, პროზაული ნაწარმოებების და პოეტური თარგმანების მიმოხილვა გააკეთა საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ნინო აფციაურმა. მა ხაზი გაუსვა მოთხრობაშიორი სიყვარულიგულწრფელად გადმოცემულ ემოციებს, მოქმედი გმირის სამშობლოდან შორს ცხოვრების სირთულეებს და ავტორს უსურვა, რომ უფალს არასდროს გაეკეთებინოს მისთვის არჩევანი ორ სიყვარულს, სამშობლოსა და გულის რჩეულის სიყვარულს შორის.

სომხეთში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტმა სვეტლანა ნამჩევაძემ საზოგადოებას გააცნო ნინო სპანდერაშვილის საქმიანობა სათვისტომოს შექმნის პირველი  დღეებიდანვე და ხაზი გაუსვა, რომ მისი პოეტური მოღვაწეობა ივერიაში დაიწყო, ლექსები პირველად სათვისტომოს გაზეთში, ხოლო შემდეგ ეროვნულ უმცირესობათა შემოქმედების ალმანახის 1-ლ და მე-2 წიგნებში დაიბეჭდა. სვეტლანა ნამჩევაძემ ნიშანდობლივად მიიჩნია, რომ პრეზენტაცია ოჯახის სიწმინდის დღეს დაემთხვა, რადგანივერია“-პატარა საქართველო სომხეთში, სწორედ ქართული წმინდა ოჯახია ნაირის მიწაზე.

სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ნარინე გულიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში დარეგისტრირებულ 11 ეროვნულ უმცირესობათა შორის ქართული სათვისტომო ყველაზე აქტიურია და მაღალი შეფასება მისცა ნინო სპანდერაშვილის მიერ ჰოვანეს თუმანიანის, პარუირ სევაკის, ჰამო საჰიანის, არამაის საჰაკიანის ლექსების თარგმნას და სომხური კულტურის პოპულარიზაციას  მის ფარგლებს გარეთ. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ნინო სპანდერაშვილის კრებულის სომხური თარგმანი გამოიცემა, აც საშუალებას მისცემს სომეხ მკითხველს გაეცნოს საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურულ ხიდად ქცეული ქალბატონის შემოქმედებას.

წიგნის შედგენის რთული პროცესი წარმოადგინა წიგნის შემდგენელმა რედაქტორმა, ქართულ სათვისტომოსთან არსებული საკვირაო სკოლის დირექტორმა ლიანა სამადალაშვილმა.

ნინო სპანდერაშვილის ლექსების საკუთარი თარგმანები წაიკითხეს პოეტმა გაგიკ დავთიანმა და სრ განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ნვერ ვირაბიანმა.

ავტორს პირველი კრებულის პრეზენტაცია მიულოცეს ასევე საქართველოს კონსულმა სოზარ კვინჩიამ, თბილისელ სომეხთა კავშირისთბილისელების კლუბისთავმჯდომარე ედუარდ ედიკისელოვმა, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, ივერიელებმა, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და სხვ.  

ღონისძიების დასასრულს ქართული ღვინით შეისვა საქართველოსა და სომხეთის კეთილდღეობის, ქართულ-სომხური მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სადღეგრძელოები.