Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატში სამი ოქრო მოიგეს
2019-05-20 16:26:41

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართველმა სამბისტებმა ესპანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს, ნათქვამია საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის გვერდზე.

პირველი ადგილი მამაკაცებში თორნიკე ჭოველიძესა (-62) და მინდია ლულუაშვილს (-68) ერგო, ხოლო ელენე ქებაძე საუკეთესო იყო +80 კგ წონით კატეგორიაში ქალებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ქებაძე კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. მანამდე სამ კონტინენტურ პირველობაზე ქართველი სამბისტი ქალი ორჯერ ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

გარდა ოქროს მედლებისა, საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრებმაბექა ბერძენიშვილმა (+100) და ნინო ოძელაშვილმა (-80) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ირაკლი კუპატაძესა (-57) და ლევან ბერბერაშვილს (52 კგ) ბრინჯაო ერგო.

მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი რუსმა სპორტსმენებმა დაიკავეს, რომლებმაც 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაიმსახურეს, მესამე ადგილზე კიუკრაინელი სპორტსმენები 3-1-7 მედლით შესაბამისად.