Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის საელჩომ მიღება მოაწყო კონგრესის ბიბლიოთეკის, სომხეთისა და საქართველოს საკითხებზე სპეციალისტის პატივსაცემად.
2019-05-21 16:00:39

ამერიკის შეერთებულ შტატებ ომხეთის საელჩომ მიღება მოაწყო კონგრესის ბიბლიოთეკის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილების, სომხეთისა და საქართველოს საკითხებზე სპეციალისტის, ლევონ ავდოიანის პატივსაცემად, ბიბლიოთეკაში მისი  40-წლიანი საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებით, ღონისძიება ჩატარდა არმენოლოგიური კვლევების ასოციაციასთან ერთობლივად,  რომელიც 1974 წელს შექმნილი სამეცნიერო ორგანიზაცია და რომლის მიზანია  არმენოლოგიის, როგორც საგანმანათლებლო შტოს  განვითარება და  სომხური კულტურისა და საზოგადოების კვლევის ხელშეწყობა.

ღონისძიებას ეწრებოდნენ გამოჩენილი მეცნიერები ამერიკისა და საერთაშორისო სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებიდან.