Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ყველას სურს ფეხბურთიდან რასიზმის აღმოფხვრა, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. პირს მორგანი მხითარიანის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ
2019-05-22 14:30:01

სომხეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის საფეხბურთო კლუბ "არსენალის" ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანის გადაწყვეტილებამ, ბაქოში გასამართ ევროპის ლიგის ფინალში  არ მიიღო მონაწილეობა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია საერთაშორისო  მედიაში და ჟურნალისტებს შორის.

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პირმორგანმა "ტვიტერის" თავის მიკრობლოგში კიდევ ერთხელ განიხილა მხითარიანის რგვლივ შექმნილი სიტუაცია. "ყველას სურს ფეხბურთიან რასიზმის აღმოფხვრა, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ.  ჰენრიხ მხითარიანი ფინალში ვერ ითამაშებს, რადგან ის სომეხია. სამარცხვინო. "

შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფეხბურთო კლუბმა "არსენალმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ სომეხი ნახევარმცველი გამოტოვებს ფინალს. თავად მხითარიანმაც  სოციალური ქსელის თავის გვერდებზე დიდი ტკივილი გამოხატა, რომ ფინალში არ მონაწილეობს.

ევროპის ლიგის ფინალი გაიმართება 29 მაისს ბაქოში, სადაც ორი ინგლისური კლუბი, "არსენალი" და "ჩელსი" შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მხითარიანი არ მიიღებს მონაწილეობას ეროვნულობის გამო.