Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მჰერ გრიგორიანმა შვედეთიდან ჩამოსული დელეგაციის წევრებთან განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები
2019-05-22 15:40:21

ვიცე პრემიერ-მინისტრმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა სომხეთში შვედეთის სამეფოს ელჩი  ულრიკ ტიდრესტომი. ამის შესახებ იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
ვიცე პრემიერ-მინისტრი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის სფეროებს და სტუმრებს მოკლედ წარმოუდგინა მთავრობის პრიორიტეტები და  ქვეყანაში გატარებული რეფორმები.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ევროპისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კრისტინა ჰარტლერმა  წარმოადგინა სააგენტოს მიზნები და დახმარების პროგრამების სამი ძირითადი მიმართულება: გარემოს დაცვა, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება.
პრემიერ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სომხეთში მოხსენებული სამი მიმართულების  პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა განვითარდეს თანამშრომლობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან.

მჰერ გრიგორიანმა ისაუბრა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე სომხეთისთვის და აცნობა სტუმრებს, რომ შეთანხმების განხორციელების საგზაო რუკა უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სომხურ-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.