Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მართლმსაჯულების რეფორმა მნიშვნელოვანია სომხეთის დემოკრატიული მომავლისთვის. სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეზიდენტი საელჩოების განცხადება
2019-05-24 12:34:58

სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეზიდენტმა საელჩოებმა განცხადება გაავრცელეს სომხეთის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ:

"სომხეთში ევროკავშირის დელეგაცია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეზიდენტი საელჩოები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემის შორსმიმავალი რეფორმა, რომელიც ეფუძნება მაღალ ხარისხს, მოიცავს ვრცელ სპექტრს და   სტრატეგიას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთის დემოკრატიული მომავლისათვის.

ჩვენ მივესალმებით სრ მთავრობის ურყევ სწრაფვას,  გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, სრ კონსტიტუციის და სომხეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად,  რომლებიც გამომდინარეობენ  კერძოდ ევროსაბჭოში სომხეთის წევრობიდან, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და მსოფლიოს, მათ შორის,  ვენეციის კომისიის ექსპერტებთან კონსულტაციებიდან.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა არის კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური საფუძველი.

საერთაშორისო ვალდებულებების წრეებში ჩვენი ორმხრივი ვალდებულებების  ჰარმონიულად, ისევე როგორც სომხეთის მართლმსაჯულების სფეროს ახალი სტრატეგიის შემუშავების მხარდეჭერის მიმართულებით პოლიტიკური დიალოგის შემადგენელ ნაწილს,  ევროკავშირი მზად არის გამოყოს ტექნიკური და ფინანსური დახმარება.

ჩვენ ველით, დამოუკიდებელ, ეფექტურ და ანგარიშვალდებულ სასამართლო სისტემის შექმნას სომხეთში, ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ".