Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
უზენაესი სასამართლო საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
2019-05-24 14:39:45

უზენაესი სასამართლო საბჭოს თავმჯდომარე გაგიკ ჰარუთიუნიანი გადადგა.

განცხადების ტექსტში მან გადადგომის მიზეზი აღნიშნა: "მართლმსაჯულების და მოსამართლეების მიმართ მიმდინარე განვითარებების და 20 მაისს მედიაში ჩემს მიერ გამოთქმული შეშფოთების გათვალისწინებით, ამიერიდან მიზანშეწონილად  არ მიმაჩნია, ჩემი საქმიანობის გაგრძელება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს საბჭოს წევრის სტატუსით".

უნდა აღინიშნოს, რომ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რამოდენიმე დღის წინ მოუწოდა მოქალაქეებს, დაბლოკონ სასამართლოების შესასვლელი, რასაც მოჰყვა მისი გამოსვლა სასამართლოს რეფორმების აუცილებლობაზე. გუშინ მოქალაქეთა ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, გაგიკ ჰარუთიუნიანის გადადგომის მოთხოვნით.