Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-06-14 16:30:16
კულტურა
სომეხმა ახალგაზრდმა პიანისტმა სოლო კონცერტის შემდეგ თავისი საკინძი საქართველოს პრეზიდენტს აჩუქა
ახალგაზრდა სომეხ პიანისტ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მუსიკალური სკოლის მოსწავლე ანაჰიტ სტელმაშოვაზე, რომელსაც უამრავი კონცერტი ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო კლასიკოსების მრავალი ნაწარმოების ბრწყინვალე შესრულებით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის რეზიდენციაში გამართულმა სოლო კონცერტმა. "არმენპრესთან" ინტერვიუში პიანისტის მამამ, კარენ სტელმაშოვმა აღნიშნა, რომ სოლო კონცერტი გაიმართა სპეციალურად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, მისი ახალქალაქის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში.
2019-06-03 11:00:18
კულტურა
ემიგრანტთა პოეზიის საღამო “მერცხლების გადმოფრენა”
Aliq Media-ს უწყებით, 2019 წლის 31 მაისს, თბილისის მწერალთა სახლში ემიგრანტთა პოეზიის საღამო “მერცხლების გადმოფრენა” გაიმართა. ყოველი წლის მაისში, უკვე ტრადიციად ქცეული ამ ღონისძიების მონაწილეები იყვნენ ერთგული მეგობრები, ხათუნა შავგულიძე (ინგლისი) ნინო სპანდერაშვილი (სომხეთი) და ზურაბ პაპიაშვილი (აზერბაიჯანი, ისტორიული ჰერეთი). საღამო საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს მიეძღვნა. იგი ემიგრანტთა პოეზიის წარმოჩენის გარდა, მიზნად ისახავდა ემიგრანტთა გაერთიანებას, ემიგრანტ და ადგილობრივ ქართველთა შორის სამშობლოს სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებას.
2019-05-20 11:00:05
კულტურა
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
17 მაისს სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის ინიციატივით საელჩოში გაიმართა ნინო სპანდერაშვილის წიგნის „ხელისგულიდან ხელისგულამდე“ პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების ეროვნულ-კულტურული ორგანიზაციების მაკოორდინირებელი საბჭოს კოორდინატორი ნარინე გულიანი, სომხეთის მწერალთა კავშირისა და სათვისტომო ივერიას წევრები, სრ განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ნვერ ვირაბიანი, თბილისელ სომეხთა კავშირის „თბილისელების კლუბის“ თავმჯდომარე ედუარდ ედიკისელოვი, საელჩოს თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.