Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-13 13:00:16
კულტურა
სოხეთი მონაწილეობს გამოფენაში Expo Beijing 2019
ჩინეთში 29 აპრილს გაიხსნა სამებაღეო გამოფენა Expo Beijing 2019.  სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო სამინისტროს უწყებით,  სომხეთიც არის წარმოდგენილი გამოფენაზე პავილიონით თემაზე "ბუნებასთან ჰარმონიით", რომელშიც წარმოდგენილია ბაღჩეული, როგორიცა ორი გარგარის და 2 ვაზის ნერგი. წარმოდგენილია ასევე სომხეთის საუკეთესო ღვინოები, კონიაკი და ხილისგან დამზადებული პროდუქცია, ჩირების ასორტი, ჩურჩხელა და ტყლაპი,  შოკოლადიანი ჩირები, ხილის ჯემი, სომხური ხალიჩები, რელიგიური სუვენირები და ნივთები, სომხური ხელნაწერები და ისტორიული სიმბოლოები. დიდ ეკრანზე იქნება ნაჩვენები სომხური კულტურის, ტურისტული სანახაობებისა და მეღვინეობის ამსახველი ვიდეოები.
2019-04-30 15:00:30
კულტურა
ჯუღას განადგურებული ქვაჯვრების ფოტოები ერთ ალბომში შევიდა
არქეოლოგ-ფოტოგრაფ არამ ვრუირის ჯუღას სომხური სასაფლაოს ქვაჯვრების ფოტოები და სამეცნიერო-ისტორიული ინფორმაცია შევიდა ალბომში "ჯუღა- ასწლოვანი გენოციდის მოწმე", რომლის პრეზენტაცია გაიმართა 29 აპრილს წიგნის მაღაზია "ბუკინისტში". ოთხენოვანი ალბომი, რომელსაც ერთვის ჯუღას ქვაჯვრების განადგურების შესახებ სამენოვანი დოკუმენტური ფილმის "21-ე საუკუნის ვანდალები"-ის დისკი, გამოსცა  სახელმწიფო არაკომერციულმა ორგანიზაციამ "ისტორიულ-კულტურული არქივ-მუზეუმებისა და ისტორიული გარემოს დაცვის სამსახური".