Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ ეკ-ში დაიწყო გარდამავალი მართლმსაჯულების შესახებ საპარლამენტო მოსმენები
2019-05-24 15:20:32

სრ ეროვნულ კერბაში დაიწყო  საპარლამენტო მოსმენები „გარდამავალი მართლმსაჯულების შესახებ“.

სრ ეროვნული კრების სპიკერმა არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ გარდამავალი მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს  არსებული საკანონმდებლო სისტემის გაფილტვრა და წმენდა.

ყველასათვის ნათელია, რომ სომხეთის სასამართლო სისტემას გააჩნია  სერიოზული პრობლემები, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში არა თუ გადაიჭრა, არამედ გახდა ვნების მომტანი და დაბრკოლების შემქმნელი დემოკრატიის გზაზე“-თქვა არარატ მირზოიანმა და დაუმატა, რომ სომხეთმა ფსევდოდემოკრატიისაგან გადასვლა მოახდინა დემოკრატიულ წყობაზე, სომხეთის მართლმსაჯულება კი აგრძელებს ცხოვრებას ძველი წესებით, სადაც კონსტიტუცია, კანონები ერთ მხარესაა, ხოლო  თამაშის პირობები, რომლითაც სასამართლო სისტემა ხელმძღვანელობს მეორე მხარეს, რაც მოიცავს მექრთამეობას, ნათესაურ კავშირს,  კორუფციულ სქემებს.