Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სწრაფად ცვალებად სამყაროში, სომხეთი არის პატარა ქვეყანა რომელიც დიდ კვალს ტოვებს: ტიერი მალერე
2019-05-24 18:34:02

რამდენიმე დღეში სომხეთი გახდება გლობალური ანალიტიკური აზროვნების ცენტრი, რომელიც პირველად ისტორიაში "მოაზროვნეთა სამიტს"  მასპინძლობს. დილიჯანში ერთად მოიყრიან თავს მსოფლიოს  წამყვანი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურები, ეკონომისტები, ბიზნესმენები, მეცნიერები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ  თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს,შემოგვთავაზებენ ახალ იდეებს,  საფუძვლეს ჩაუყრიან ახალ პარტნიორულ კავშირებს.

 „არმენპრესის“ ჟურნალისტი სამიტის წინა დღეებში ესაუბრა ღონისძიების  ორგანიზატორს ჟურნალ Monthly Barometer-ის დამაარსებელს  ტიერი მალერეს (Thierry Malleret).
ბატონ მალერეს აზრით  „სომხეთი  დიდი კვალის მქონე პატარა ქვეყანაა მისი მდიდარი ისტორიის, ინტელექტუალური და სოციალური კაპიტალის წყალობით.  ყოველივე ეს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს ამ ქვეყანას.  გარდა ამისა სომხეთის უპირატესობად მიმაჩნია ისიც, რომ სომეხი ერი მიმოფენილია მთელს მსოფლიოში (თუმცა  ეს დიდი ტრაგედიის შედეგად მოხდა).  ეს ნიშნავს, რომ სომხეთს მთელს მსოფლიოში ჰყავს „თანამგზავრები“, რის გამოც დადებითი შედეგების მიღება შეუძლია ქსელური ურთიერთობებისაგან“, -თქვა მან.