Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი რუმინეთში ევროპის თასზე
2019-06-04 11:05:31

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა ევროპის თასზე, რომელიც რუმინულ ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში დასრულდა, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ონისე სანებლიძე (-100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

უმაღლესი სინჯის ოთხ ჯილდოსთან ერთად ჩვენმა სპორტსმენებმა ტურნირზე ორი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მამაკაცებს შორის მესამე ადგილი დაიკავა იმედა გოგოლაძემ, ქალთა შორის კი ბრინჯაო 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ თუშიშვილისთვის ეს შეჯიბრი პირველი გახდა მას შემდეგ, რაც ძიუდოისტს ორთვიანი დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გადაწყვეტილება მიიღო თუშიშვილი შეჯიბრებიდან ორი თვით ჩამოეცილებინა. მიზეზი 2018 წლის დეკემბერში ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტის მონაწილეობა გახდა.

ქართველი ძიუდოისტებისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ტურნირი II ევროპული თამაშები გახდება, რომელიც მინსკში 21-30 ივნისის პერიოდში ჩატარდება.