Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მსოფლიო ეკონომოკური ფორუმის ცენტრის ხელმძღვანელი მურატ სონმეზი: „განათლების მიმართულებით საქართველო გახდება წარმატების ნიმუში დანარჩენი მსოფლიოსთვის“
2019-06-04 16:01:37

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის - C4IR-ის გლობალური ქსელის ხელმძღვანელს, პროფესორ მურათ სონმეზს განათლების კომპლექსური რეფორმის მიმართულებები გააცნო.ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს საქართველოს განათლების მეცნიერებისა  და  სპორტის  სამინისტროს ვებ-გვერდი. 

ორხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის ტრანსფორმაციას, კერძოდ -  ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების დანერგვას სწავლის პროცესში და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის გნავითარებაში, ასევე, “ახალი სკოლის“ მოდელსა და უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს. მხარეებმა შეხვედრაზე ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

„აღფრთოვანებული ვარ თქვენს რეფორმებთან დაკავშირებით. განათლების მიმართულებით საქართველო გახდება წარმატების ნიმუში დანარჩენი მსოფლიოსთვის. მე, როგორც ამ სამყაროს მოქალაქე, მოტივირებული ვარ, რომ საქართველო ხდება ლიდერი  სწრაფადგანვითარებადი რეფორმებით.  ამიტომ გვჯერა განათლების რეფორმის წარმატების საქართველოში და მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც 50 წლის წინ დაარსდა, არის მულტისექტორეული თანამშრომლობის პლატფორმა. ის აერთიანებს მთავრობებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას  აკადემიას და ჩვენი კარი ღიაა საქართველოოს მთავრობისთვის, ქართველი ხალხისთვის და გვექნება ძლიერი თანამშრომლობა” -  განაცხადა მურატ სონმეზმა.

ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორი და C4IR გლობალური ქსელის ხელმძღვანელი მურათ სონმეზი სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში მრავალი წელია მოღვაწეობს მსოფლიო მასშტაბით. უმსხვილეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში ის არაერთი სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელია,  როგორც თურქეთში, ასევე აშშ-ში. ამავდროულად, ის სარედაქციო საქმიანობას ეწევა არაერთ პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ში განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად იმყოფება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრი  წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სტენფორდის უნივერსიტეტისა და აშშ-ს „სილიკონ ველის“ წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.