Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-03-05 17:00:02
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიები განახლდეს
პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების შემადგენლობები განახლდეს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა იმ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანეს და რეგიონში ენერგეტიკული სტაბილურობა უზრუნველყვეს.