Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთმა მონაწილეობა არ მიიღო გაეროში საქართველოს შიგნით იძულებით გადაადგილებულთა შესახებ რეზოლუციის კენჭის ყრაში
2019-06-05 16:35:49

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ, 4 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს საქართველოს შიგნით იძულებით გადაადგილებულთა უფლებას საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რეზოლუცია ხაზს უსვამს ამ პირთა ქონებრივი უფლების პატივისცემის აუცილებლობას და საქართველოს დაპირისპირების ზეგავლენის ყველა საცხოვრფებელ ადგილში შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობას.

როგორც ვეცნობით გაეროს ვებ–გვერდიდან, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 79 ქვეყანამ, 15 წინააღმდეგი იყო, 57-მა თავი შეიკავა. სომხეთს  მონაწილეობა არ მიუღია ამ რეზოლუციის კენჭისყრაში, რომელსაც კენჭს უყრიან ასამბლეაში ყოველ წელს 2008 წლიდან. რეზოლუციის წინააღმდეგ  ხმა მისცა ბელორუსმა, რუსეთის ფედერაციამ, ბურუნდმა, კომოროსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ, ვიეტნამმა, ზიმბაბვემ. თავი შეიკავა ყაზახეთმა, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა, ირანმა, ჩინეთმა, კვიპროსმა, ისრაელმა.