Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
Georgian Airways-ი იმ ავიაკომპანიების ათეულშია, რომლის ბორტზეც ყველაზე გემრიელი კვებაა
2019-06-06 13:19:44

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways იმ 10 ავიაკომპანიას შორის მოხვდა, რომლებიც ბორტზეც, რუსეთის მოქალაქეების აზრით, ყველაზე გემრიელი კვებაა, ნათქვამია მოგზაურობის ონლაინ-სერვისის Туту.ру- განცხადებაში.

Туту.ру- გააანალიზა 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში მგზავრების მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული დაახლოებით 27,5 გამოძახილი. თავიანთ შთაბეჭდილებებს მგზავრები ფრენის შემდეგ ტოვებდნენ.

მგზავრებს ათქულიანი შკალით უნდა შეეფასებინათ ავიაკომპანიაზე ზოგადი შთაბეჭდილება, ბორტგამცილებლების ურთიერთობები, კვების ხარისხი, თვითმფრინავის მდგომარეობა და გაფრენის სიზუსტე.

Sputnik-საქართველოსთვის" წარმოდგენილ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ავიაკომპანიები, რომლებსაც კვებასთან დაკავშირებით 30-ზე ნაკლები გამოძახილი ჰქონდათ.

ამ რეიტინგით, „ყველაზე გემრიელი" ავიაკომპანიების ათეულს სათავეში უდგას Uzbekistan Havo Yullary (9,54 ქულა), შემდეგ მოდის Azerbaijan Hava Yollary (9,35 ქულა) და Turkish Airlines (9,08 ქულა).

საქართველო 8,78 ქულით მეექვსე პოზიციაზე განთავსდა. მას გაუსწრო ყაზახურმა Air Astana- (8,98 ქულა).

რეიტინგში ასევე მოხვდნენ გერმანული Lufthansa, ტაჯიკური SomonAir, მოლდოვური Air Moldova, ბერძნული ორი კომპანია Ellinair, Aegean Airlines.

Georgian Airways- ეროვნული გადამზიდავის სტატუსი აქვს. კომპანიის მფლობელობაშია შვიდი საჰაერო ხომალდი, ხოლო საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე მისი წილი 11%-ია.