Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კეთილი ნების გამოვლენა თუ პოლიტიკური შეთანხმება? ბურთი ქართულ მოედანზეა
2019-06-07 17:14:29

"ამერიკის ხმა" შეეხო 4 ივნისს გაერო- გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მიერ წამოყენებულ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულთა სტატუსის შესახებ რეზოლუციათან დაკავშირებით სომხეთის მიდგომას.

"სომხეთის პოზიცია მისასალმებელია. სასიამოვნოა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა აღარ აძლევს ხმას საქართველოს წინააღმდეგ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ.

საქართველო ყოველთვის ხმას აძლევდა აზერბაიჯანის მიერ მიღებულ რეზოლუციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან ის სუამ-ის წევრია. არსებითად, ეს სომხეთის მიხედვით ამ რეზოლუციის პასუხი იყო,  "ამერიკის ხმას"–თან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ანალიტიკოსმა სურენ სარგსიანმა.

მისი თქმით, ეს სწორი ნაბიჯი იყო, დაგვიანებულიც კი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერევანში უმაღლეს დონეზე, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, მხარეებს შორის არსებობს თუ არა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის დამატებითი დადებითი იმპულსი და სტიმული ქართული მხარისათვის, რათა იმ შემდგომ რეზოლუციებში, რომლებიც წამოყენებულ იქნება აზერბაიჯანის მიერ ე.. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, კენჭი უყაროს წინააღმდეგ,ან მონაწილეობა არ მიიღოს ხმის მიცემაში", - განაცხადა სარგსიანმა.
ანალიტიკოსმა არსენ ხარატიანმაც ასევე მნიშვნელობა მიანიჭა ერევნის გადაწყვეტილებას, რეზოლუციის კენჭის ყრაში მონაწილეობის მიუღებლობის საკითხში, მრავალმხრივ პლატფორმებში სომხურ-ქართული ურთიერთობების გადახედვის თვალსაზრისით.