Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს დაბადების დღე მიულოცა
2019-06-10 00:46:16

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძეს დაბადების დღე მიულოცა და ბედნიერება, მშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ფაშინიანმა საქართველოს პრემიერსა და მის ოჯახს უსურვა ბედნიერება, მშვიდობა და ჯანმრთელობა, ხოლო პირადად ბახტაძეს ესოდენ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პოსტზე წარმატებები და ახალი მიღწევები უსურვა.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და გავაფართოებთ თანამშრომლობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ქვეყნების მომავლის მიმართ“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.

ფაშინიანმა ასევე გამოხატა რწმენა იმისა, რომ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნების პროგრესსა და კეთილდღეობას.