Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
აბოვიანში ჩატარდა არჩევნები და გაიმარჯვა დემოკრატიამ. ფაშინიანი.
2019-06-10 12:51:59

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეეხო კოტაიქის ოლქის აბოვიანის თემში ადგილის მქონე თემის ხელმძღვანელის არჩევნებს, რომელშიც სრ–ში მმართველი პარტიის "სამოქალაქო ხელშეკრულება" კანდიდატი დამარცხდა მოქმედ მერ ვაჰაგნ გევორგიანთან. სრ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აბოვიანის არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატიამ. "რაც შეეხება პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულების" კანდიდატის დამარცხებას, ჩვენ რევოლუცია იმისთვის მოვახდინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ გაიმარჯვოს, ზოგიერთში კი დამარცხდეს. და თუ გახსოვთ, რევოლუციამდე მრავალი წლის განმავლობაში, ძირითადი სლოგანი იყო რესპუბლიკური პარტიის მონოპოლიის აღმოფხვრა. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, მოქალაქეებს  უფლება აქვთ განახორციელონ საკუთარი არჩევანი და მთავრობა არავითარ უკანონო რესურსს არ იყენებს", განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.