Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ცხოვრება დამოუკიდებელ, მაგრამ საერთაშორისო აღიარების არმქონე მთიან ყარაბაღში
2019-06-10 13:22:26

ფრანგულმა პრესტიჟულმა სატელევიზიო არხის France 24  ესპანურმა სამსახურმა მოამზადა რეპორტაჟი დამოუკიდებელი, მაგრამ  აუღიარებელი რესპუბლიკის არცახის შესახებ.

 „მთიანი ყარაბაღში პატრიოტიზმი არა მარტო ქვეყნის დაცვაზეა დამოკიდებული, არამედ გულისხმობს იმ დიდი პასუხიმგებლობის გრძნობას ყველა დაღუპულის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს დედამიწის ამ მცირე კუთხის დამოუკიდებლობას, სადაც დღეისათვის 150 000 ადამიანი ცხოვრობს“, - ნათქვამია რეპორტაჟში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ყარაბაღის ევროპაში მეტად თავისებური ადგილია, რომელმაც ერთი მხრივ, მიაღწია დამოუკიდებლობას, მეორე მხრივ კი,დარჩა აღიარების გარეშე. ასევე ნათქვამია ყარაბაღის ხალხის ცხოვრებაზე, რომლებიც სირთულეების მიუხედავად, არ აპირებენ თავიანთ სამშობლოს დატოვებას. აქვეა მოხსენებული სტეფანკერტის აეროპორტიც, რომელიც მართალია,  აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, მაგრამ არ მუშაობს.