Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“ტრამპი გაოცებული მიყურებდა - როგორც ჩანს, “თავისიანი“ ვეგონე“ - ტოჩინოშინი სკანდალური შეჯიბრის დეტალებზე
2019-06-10 17:52:15

www.ambebi.ge/article    მო­რი­გი ტრავ­მი­სა და მსა­ჯე­ბის არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტო­ჩი­ნო­შინ­მა (ლე­ვან გორ­გა­ძე) მა­ინც და­იბ­რუ­ნა "ოძე­კის" რან­გი და გახ­და სუ­მოს ის­ტო­რი­ა­ში მე­ექ­ვსე "რი­კი­ში" (პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სუ­მო­ის­ტი), რო­მელ­მაც ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი წო­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და­კარ­გვი­დან ერთი ტურ­ნი­რის შემ­დეგ შეძ­ლო! 16 ივ­ნისს ლე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის, მა­ნამ­დე კი "კვი­რის პა­ლიტ­რას" მო­რიგ ექ­სკლუ­ზივ­ზე და­თან­ხმდა:

- შეკ­რე­ბა­ზე კი წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მთე­ლი დატ­ვირ­თვით ვერ ვვარ­ჯი­შობ. "ენ­დოს­თან" შეხ­ვედ­რი­სას დო­ჰი­ოს მუხ­ლი და­ვარ­ტყი და მე­ნის­კი და­ვი­ზი­ა­ნე, - მყე­სი სა­ნა­ხევ­როდ გაგ­ლე­ჯი­ლი მაქვს. ჯვა­რე­დი­ნი იოგი ისე­დაც აღარ მქონ­და და ახლა ესეც და­ე­მა­ტა. შეკ­რე­ბა­ზე წა­მოს­ვლამ­დე კი­დევ დამ­ჭირ­და მუხ­ლი­დან სი­თხის ამო­ღე­ბა. ნემ­სე­ბი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თაც ვმკურ­ნა­ლობ. ცოტა წო­ნა­შიც და­ვი­კე­ლი და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, ივ­ლი­სის ბა­შომ­დე დარ­ჩე­ნილ ერთ თვე­ში რო­გორ­მე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე.

- ახლა მა­ი­სის ბა­შოს ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ვიხ­სე­ნოთ - "ტო­ჩი­ნო­ში­ნი"-"ასა­ნო­ი­ა­მა".

- როცა "შიმ­პა­ნე­ბი" (მსა­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც რინგს გა­რეთ აკ­ვირ­დე­ბი­ან ორ­თაბ­რძო­ლას. - ავტ.) დო­ჰი­ო­ზე ავიდ­ნენ სა­თათ­ბი­როდ, ვი­ფიქ­რე, წესი ხომ არ და­ვარ­ღვიე და "ასა­ნო­ი­ა­მას" თმა­ზე ხომ არ მოვ­ქა­ჩე-მეთ­ქი? თუმ­ცა ასე­თი ვე­რა­ფე­რი გა­ვიხ­სე­ნე და ჩავ­თვა­ლე, რომ შეხ­ვედ­რა მო­გე­ბუ­ლი მქონ­და... იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ "მონო-ი" (მსა­ჯე­ბის თათ­ბი­რი) უჩ­ვე­უ­ლოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, მა­ინც მჯე­რო­და, რომ მო­გე­ბას არ წა­მარ­თმევ­დნენ, ასეთ და­უშ­ვე­ბელ რა­ღა­ცას არ და­უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან გა­ჭი­ა­ნურ­და, მივ­ხვდი, რომ ჩემი საქ­მე ცუ­დად იყო... ფაქ­ტობ­რი­ვად, აჩუ­ქეს ჩემ­პი­ო­ნო­ბა "ასა­ნო­ი­ა­მას", ლან­გრით მი­არ­თვეს "იმ­პე­რა­ტო­რის თასი"!

- წლებია, არავის უნახავს ამდენ ხანს გაგრძელებული "მონო-ი". როგორ დაადგინეს, რომ დოჰიოდან "ძირს გადადგი" ფეხი?

- ექვსწუთიანი "მონო-ი" სუმოში მართლაც არავის ახსოვს! მთავარ მსაჯს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას აცხადებს, ყურსასმენი უკეთია და მისი მეშვეობით სპეციალური კამერების გადაღებულ ინფორმაციას აწვდიან. როგორც გავიგე, ყურსასმენში სამჯერ(!) უთხრეს, რომ დოჰიოს გარეთ ფეხი არ დამიდგამს, მაგრამ მთავარი მსაჯი მაინც ჩემ უკან მჯდომ "ოიაკატას" (სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი) დაეთანხმა, იქვე იჯდა და მან უკეთ დაინახაო. დაეთანხმნენ და წაგება ჩამითვალეს. 

- საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ "ასანოიამასთან" სპეციალურად წაგაგებინეს, რათა, ბოლოს და ბოლოს, იაპონელს აეწია "იმპერატორის თასი". მანდ რას ამბობენ?

- "შეცდომა დაუშვეს", სხვა რა უნდა თქვან?! 

- მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან გაბრაზებული გახვედი "კაკურიუსთან" საბრძოლველად: სასტარტო შეჯახებისთანავე გაეცალე "იოკოძუნას" და წონასწორობა დააკარგვინე...

- აუცილებლად უნდა მომეგო და ილეთს ვინღა უყურებდა? ბოლო დღეებში ისე ცუდად წავიდა საქმე, რომ 9:1 ბალანსის შემდეგ, ზედიზედ სამი შეხვედრა წავაგე. ძალიან უხასიათოდ ვიყავი, ამას მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებაც დაემატა და... "კაკურიუსთან" ძალიან გაბრაზებული გავედი საჭიდაოდ. 

- კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ მაისის ბაშოს ბოლო დღეს ტურნირს იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტიც დაესწრებოდა.

- დონალდ ტრამპის ვიზიტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, მთელი რაიონი გადაკეტილი იყო და დარბაზში შესვლისას სუმოისტებიც გულდასმით შეგვამოწმეს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩემპიონ "ასანოიამას" სპეციალურად დაწესებული "ტრამპის თასიც" გადასცა.

სხვათა შორის, როცა დოჰიოზე ავედი საჭიდაოდ და "ჯოჯია" გამოაცხადეს (ასე უწოდებენ იაპონელები საქართველოს. - ავტ.), ტრამპი გაოცებული მიყურებდა, როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე, ჯორჯიის შტატიდან.

- დიდ წარმატებებს კარიერის ბოლო წლებში მიაღწიე. ალბათ, გული გწყდება, რამდენიმე წლით ახალგაზრდა რომ ვიყო და ამდენ ტრავმას არ შევეფერხებინე, "იოკოძუნას" წოდების მიღებაც რეალური იქნებოდაო. ასეა?

- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია... ყველა სპორტსმენს თავისებური კარიერა აქვს, ამიტომაც ბედს არ ვუჩივი, არასდროს ვწუწუნებ და ვოცნებობ, კარიერის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ან ცოტათი ახალგაზრდა ვიყო, "იოკოძუნა" გავხდებოდი-მეთქი. ყველაფერი უფლის ნებაა. ნათქვამია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ასე რომ, კარგია "ოძეკი" კარიერის ბოლო წლებში მაინც რომ გავხდი!