Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფინანსთა და სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს ბრალი წარედგინათ
2019-06-11 11:48:01

ფინანსთა ყოფილ მინისტრს გაგიკ ხაჩატრიანს და სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს სერგო კარაპეტიანს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში (სსს) გამოძიებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ წერს "ჰეტქ"–ი.

"სისხლის სამართლის საქმე ეხება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სოფლელებისთვის შერავათიან ფასებში სასუქის გაცემის პროცესს. სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების დროს სახელმწიფოსთვის მიყენებული სერიოზული ზიანისთვის კომპენსირების ტვირთი იკისრა გაგიკ ხაჩატრიანმა, მათ შორის, სერგო კარაპეტიანისთვის გადასახდელი თანხების ვალდებულება", წერს საიტი.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 1 მილიარდი დრამითაა შეფასებული, რომელთა დიდი ნაწილი უკვე აღდგენილია.