Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არსებობს შეთანხმება რუსულ მხარესთან, რომ 2019-21 წლებში ისინი ლარსის გამშვებ პუნქტს მოდერნიზებულს გახდიან. ვიცე პრემიერ მინისტრის მრჩეველი.
2019-06-11 12:52:18

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების თანახმად, სომხეთმა 7 მიმართულებით გაამახვილა ყურადღება. "სომხეთის თავმჯდომარეობის წელი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. გამოწვევები და შესაძლებლობები" თემაზე მოწვეულ საპარლამენტო მოსმენებზე განაცხადა ვიცე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ჰოვანეს აზიზიანმა.

"უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომელიც დაფიქსირდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, ჩვენი ბიზნესისთვის თანაბარი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფაა, ეს რა თქმა უნდა, როგორც ბაზისური ვარიანტი, ენერგომატარებლებია", - აღნიშნა მან.

ვიცე-პრემიერის მრჩევლის აზრით, ამ გზით უნდა გვქონდეს თანაბარი საბაზისო პირობები, პროდუქციისა და მომსახურების წარმოებისათვის.

ჰოვანეს აზიზიანის მიხედვით, მეორე მიმართულება ინფრასტრუქტურაა. "აქ მნიშვნელოვანი სასაზღვრო კავშირის უზრუნველმყოფელი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტია, და აქ არის შეთანხმება რუსულ მხარესთან, რომ ისინი 19-21 წლებში განახორციელებენ ლარსის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციას. დღეს არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სავაჭრო ბრუნვა გაცილებით მცირეა, ის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდება", - განაცხადა მან.