Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მოვსეს აბელიანი დაინიშნა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილედ
2019-06-11 13:08:19

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერსმა მოვსეს აბელიანი დანიშნა გენერალური ასამბლეის და კონფერენციების მართვის საკითხებით გენერალური მდივნის მოადგილედ.

ამის შესახებ გვამცნობს გაეროს ოფიციალური ვებგვერდი.

მოვსეს აბელიანი 2016 წელს დაინიშნა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის და კონფერენციების მართვის დეპარტამენტის საკითხებით გენერალური მდივნის ვიცემოადგილედ. ამ თანამდებობაზე ყოფნის წინ იგი გაეროს უშიშროების საბჭოს განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

მოვსეს აბელიანს 25 წლიანი გამოცდილება აქვს სამშვიდობო, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების სფეროში და ხელმძღვანელობდა გენერალური ასამბლეას, უშიშროების საბჭოს და პროგრამებისა და ფონდების აღმასრულებელი საბჭოების წრეებში მთელ რიგ პროცესებს.