Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გორში ნასვამმა არასრულწლოვანმა პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავარია მოახდინა
2019-06-11 15:56:12

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 17 წლის .. ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს, იუწყება პირველი არხი შსს- პრესსამსახურზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ .. წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

შსს- ცნობით, დღეს, გამთენისაას გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ..- ისარგებლა შექმნილი ვითარებით, ჩაჯდა პოლიციის მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომაგისტრალზე მოძრავ Ford Transit- შეეჯახა.

არასრულწლოვანმა მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ- 178- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ძარცვას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, qartli.ge-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

2019-06-19 11:57:08
სრ საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპრჩიკს
2019-06-19 21:00:15
საპატრიარქო - ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან
2019-06-19 18:00:12
ბრიუსელში ჩატარდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროკავშირის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი პირველი მაღალი დონის კონფერენცია
2019-06-20 15:30:09
სომხეთში მოსამართლეების ხელფასების გაზრდას აპირებენ, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯზე. პრემიერ-მინისტრის განცხადება
2019-06-19 14:24:03
ახალი პროექტი ენერგეტიკის სფეროში საქართველოს 62 მილიონი დოლარი დაუჯდება