Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ოქრუაშვილმა „გაბრაზებული ადამიანების“ პარტია შექმნა
2019-06-12 11:48:46

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამშაბათს თავისი პოლიტიკური მოძრაობაგამარჯვებული საქართველოწარმოადგინა.

ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოძრაობაში ყოფილ ძალოვანებთან, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად, „გამარჯვებული საქართველოსსაინიციატივო ჯგუფში შედის გუბაზ სანიკიძე, რომელმაც 2019 წლის მაისში ნინო ბურჯანაძის ოპოზიციური პარტიადემოკრატიული მოძრაობადატოვა. მაშინვე სანიკიძემ „Sputnik-საქართველოსსაზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის და მმართველ პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთანბრძოლის გეგმების შესახებ აუწყა.

ეს არ არის პოლიტიკური პარტია. ეს არ არის ერთი ადამიანის ან რამდენიმე ადამიანის ვერტიკალზე აგებული პოლიტიკური სტრუქტურა. გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ძალიან გაბრაზებული ადამიანების დიდი მოძრაობა, იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ასევე, ვითანამშრომლებთქართული ოცნებისნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, მათთვისაც ჩვენი კარი ღიაა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ივლისიდან პოლიტიკური მოძრაობის წევრები რეგიონებში გასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების გამართავს აპირებენ. ოქტომბრის ბოლოს კი ოქრუაშვილისგამარჯვებული საქართველოპარტიის ყრილობას ჩაატარებს.

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე მმართველ პარტიასთან და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან ღია დაპირისპირებაზე 2018 წელს წავიდა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატს, ყოფილი მმართველი პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრ გრიგოლ ვაშაძეს.

არჩევნების მეორე ტურში ვაშაძემ წააგო. „ქართული ოცნებისმიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 59,5% მიიღო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა.

თავის დროზე ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე იყო. 2003 წლის შემოდგომაზე ოქრუაშვილმა მხარი დაუჭირავარდების რევოლუციას“, იმავე წლის დეკემბერში ის გახდა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული, ხოლო 2004 წლის იანვარში, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ - გენერალური პროკურორი.