Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რატომ იკავებენ თავს ოპოზიციური პარტიის „ნათელი სომხეთი“ წარმომადგენლები უმაღლეს სასამართლო საბჭოში კანდიდატის წამოყენებაზე
2019-06-12 18:00:27

ეროვნული  კრების ოპოზიციური ფრაქცია „ნათელი სომხეთი“  თავს იკავებს უმაღლეს სასამართლო საბჭოში კანდიდატების წამოყენებაზე. ფრაქციის ხელმძღვანელი  ედმონ მარუქიანი   თავის ფეისბუქის გვერდზე ასეთ ჩანაწერს აკეთბს:   „ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს კანდიდატის წამოყენების, ვესაუბრეთ ცნობილ სამართალმცოდნეებსაც კი.  შეგნებული გვაქვს, რომ ჩვენს კანდიდატს გამარჯვება არ უწერია პოლიტიკური უმრავლესობის სურვილის გარეშე. ამ საკითხში ყველანი ერთი აზრისანი არიან.   თუ  პოლიტიკური უმრავლესობა გამოაცხადებს, რომ მზად არის ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას  ჩვენს კანდიდატს, მაშინ ჩვენ დავასახელებთ მას  მეორე თავისუფალი ადგილისათვის“.