Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საგარეო უწყება - ისრაელში ქართველების მასობრივ დაკავებას ადგილი არ ჰქონია
2019-06-13 08:00:08

პირველი არხი იტყობინება, რომ ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას.

„იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია. მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში. მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას. ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. 12-სთვის ეტაპობრივად მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების განმარტებით, აღნიშნული მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს და რამე სახის მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს.