192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-04-19 12:00:00
პოლიტიკა
საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმაურება ჩემს მტკიცებას. ნიკოლ ფაშინიანი
2018 წლის შედეგებით, საერთაშორისო პოპულარული ორგანიზაციის "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" პრესის თავისუფლების ინდექსში სომხეთის მიერ მიღწეულ უპრეცედენტო პროგრესს შეეხო თავის Facebook -ის გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ორგანიზაციის ინდექსში სომხეთმა თავისი პოზიცია 19 პუნქტით გააუმჯობესა და 61-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. "ეს, ჩემი აზრით, საერთაშორისო გამოხმაურებაა ჩემი იმ მტკიცებისა, რომ სომხეთში პრესა არასდროს ყოფილა უფრო თავისუფალია, ვიდრე დღესაა," - აცხადებს ფაშინიანი.
2019-04-19 11:00:44
პოლიტიკა
იუნესკოში სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მიიღო ფრანკოფონიის ჯგუფის თავმჯდომარეობა
იუნესკოში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ქრისტიან ტერ-სტეფანიანი პირველად თავმჯდომარეობდა ფრანკოფონიის ჯგუფის პლენარულ სხდომას, რომლის წევრია 79 ქვეყანა. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მასმედიისა და სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის უწყებით, სხდომაზე ელჩმა ტერ-სტეფანიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იუნესკოსა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და დარწმუნებით განაცხადა, რომ ჯგუფის თავმჯდომარე სომხეთის დელეგაცია შეეცდება მუშაობას ამ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.