192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ეუთო-ს თავმჯდომარე სლოვაკეთი ისარგებლებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ არსებული დადებითი დინამიკით
2019-01-11 11:32:13

სლოვაკეთი, რომელსაც ეუთოს თავმჯდომარეობა დაეკისრა, მიზნად ისახავს თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიურ მომენტს, რათა წინ გადაიდგას ნაბიჯი კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ამის შესახებ განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და ევროპულ საკითხებზე მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა წინა დღეს, ვენაში  ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების წარდგენისას.

ლაიჩაკმა ხაზ გაუსვა მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის მნიშვნელობას, ისაუბრა კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების შესახებ, მის შედეგად ადამიანთა ტანჯვაზე გაამახვილა ყურადღება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ბოლო დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე  დიალოგის გააქტიურება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებ და მსხვერპლთა შემცირების დადებითი ტენდენცია.

2019-01-11 11:24:41
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა
2019-01-15 15:24:22
მანთაშოვის სახლის მფლობელს სურს, რომ სახლი შეძენილი იქნას სომხეთის რესპუბლიკის მიერ, მაგრამ სახლს ისეთი მაღალი ფასი ადევს მისი შეძენა ამჟამად რეალობას მოკლებულია: საქართველოში სრ საელჩო
2019-01-14 22:36:06
მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტე­რი მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ გა­იხ­სნე­ბა
2019-01-15 21:14:15
შედგა ნიკოლ ფაშინიანიასა და მამუკა ბახტაძის არაფორმალური შეხვედრა
2019-01-13 20:17:49
არმენ სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში