Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-14 13:00:14
პოლიტიკა
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
სრ საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებით, მინისტრმა მნაცაკანიანმა თავის გამოსვლაში განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ ევროკავშირთან ურთიერთობები, რაც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას, ინტერესებს და უსაფრთხოების მოსაზრებების აღიარებას, ჩვენ მიერ დემოკრატიული მმართველობისა და ანგარიშვალდებულების პასუხისმგებლობის აღებას".
2019-05-14 11:00:46
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანს ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა ილჰამ ალიევთან
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მონაწილეობდნენ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ სადილზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა. "მე და ბატონ ალიევს სადილის დროს მოკლე საუბარი გვქონდა. ეს იყო საერთო საუბარი მთიანი ყარაბაღის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ", - განაცხადა მან. პასუხისას შეკითხვაზე მომავალში ახალი შეხვედრის შესაძლებლობთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინანმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ არ არის ნათელი გეგმები.