Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-13 10:00:28
პოლიტიკა
ტრაგედიაა, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ არ აღიარებს სომეხთა გენოციდს. ავსტრია-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი
სომხეთში მყოფი დელეგაცია ავსტრიის ეროვნული საბჭოს ავსტრია-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ გუდრუნ ქუგლერის ხელმძღვანელობით ეროვნული კრების სომხეთ-ავსტრიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ვიქტორ ენგიბარიანის და "სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის" ფონდის დირექტორ ჰარუთიუნ მარუთიანის თანმხლებით ეწვია სომეხთა გენოციდის მემორიალს. ამის შესახებ აუწყებს სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი. სტუმრებმა ყვავილები დააწყეს მარადიულ ცეცხლთან, პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას. ამის შემდეგ, ავსტრიელმა პარლამენტარებმა დაათვალიერეს სომეხთა გენოციდის მუზეუმი, გაეცნენ ექსპონატებს, ჩანაწერი დატოვეს საპატიო სტუმრების წიგნში.
2019-05-10 15:00:35
პოლიტიკა
სომხეთი კვლავ რჩება არცახის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიად. ზოჰრაბ მნაცაკანიანი
სომხეთი იყო და რჩება არცახის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიად. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა გამარჯვების პარკში ჟურნალისტებთან საუბრისას. "მთიანი ყარაბაღში 150 ათასი ჩვენი თანამემამულის უსაფრთხოება ყველა სომეხისათვის იყო და არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ, სომხეთი, კვლავ განაგრძობს უსაფრთხოების გარანტიად ყოფნას და გვაქვს მრავალი ხერხი და საშუალება გარანტიის ამ ფუნქციის უზრუნველსაყოფად ", - განაცხადა მნაცაკანიანმა.
2019-05-10 09:45:17
პოლიტიკა
საბერძნეთისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციები ეწვივნენ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს
სომხეთში მყოფი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი თეოდოროს გეორგაკელოსი (Theodoros Georgakelos) და კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორი ჯორჯ ხაკალლი (George Chacalli) საბერძნეთისა და კვიპროსის დელეგაციებთან ერთად სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს ეწვივნენ, პატივი მიაგეს დიდი ეღერნის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას. ამის შესახებ აუწყებს სრ სსს. დელეგაციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი.
2019-05-10 09:00:58
საერთაშორისო
ესპანეთის სორიას მერიამ ოფიციალურად აღიარა სომხების გენოციდი
ესპანეთის სორიას მერიამ ოფიცალურად აღიარა სომხების გენოციდი. ამის შესახებ თავის Facebook- ის გვერდზე აუწყებს ესპანეთში სომხეთის საელჩო. "საქალაქო სხდომაზე ყველა 4-მა პარტიამ ერთხმად მიიღო სომხური გაერთიანება "არარატის" მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. შუამდგომლობა წაიკითხა მერმა კარლოს მარტინეს მინგესმა და განაცხადა, რომ სორია ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს და მოუწოდებს კასტიას და ლეონს, ესპანეთსა და თურქეთის მთავრობებს, რომ მიბაძონ მათ მაგალითს და აღიარონ სომეხთა გენოციდი და დაგმონ დამნაშავეები ", -ნათქვამია განცხადებაში.