192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-04-09 11:00:33
საერთაშორისო
მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა საქართველოს წარმომადგენლობებში აზერბაიჯანში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, მოდლოვაში, ნიუ-იორკში, სალონიკში, თურქეთში, უზბეკეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიაში, ბელარუსში, პოლონეთსა და უნგრეთში წაიკითხავენ ლექციას 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით.